ხაიშის უხუცესი

ტექსტის ავტორი: ანა ჭკადუა, მამუკა ჭკადუა, ჟანა ზუმაძე

“დავიბადე 1914 წლის 5 მიასს, გავთხოვდი 21 წლის ვარ ადგილობრივი უმეტეს წილად ხაიშში მიცხოვრია. ჩემი ხნის ამ სოფელში არავინ არაა, ომ გამოვლილი ვარ, იყო შიმშილობა ქურდობა გვიპარავდნენ საქონელს იყო ძვალთ გლეჯა, ყველა შვილი გარდამეცვალა, ჩემთვის საუკეთესო დღეს ვერ ვიხსენებ მაგრამ მქონდა კარგი დღეები როცა ქმარი მყავდა და ყველაფერი ყელამდე გვქონდა, ბევრი ვინმე მოსულა ჩემთან მაგრამ არავის მოუქცევია დიდად ყურადღება. ვარ უპატრონოდ არავინ არ მაქცევს ყურადღებას. 1 თვე ვიყავი ლოგინად ჩავარდნილი და ეხლა ძალიან მიჭირს სიარული, თვალს მაკლია. ვარ 102 წლის და ჩემი ხნის არავინ არ არის ამ სოფელში…არ ვარ კმაყოფილი ამ ჩემი ცხოვრების. ვფიქრობ ცხოვრება უსამართლოა.”

Share

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *