ჩვენ ვართ ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც მოხიბლულნი ვართ სვანეთის ბუნებითა და კულტურით და გივნდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის დაცვაში. სვანეთის მაღალმთიან სოფლებში სტუმრობისას ვესაუბრეთ ადგილობრივ მასწავლებლებს, რომლებმაც გვიამბეს, თუ რამდენად აინტერესებთ ადგილობრივ ბავშვებს სიახლეების შესწავლა. მათვე გვითხრეს, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ დასაქმების შესაძლებლობები პრაქტიკულად არ არსებობს.
ასე დაიბადა პროექტი “ჩვენ ვართ სვანეთი”.
ერთგული პედაგოგებისა და თემის წევრების დახმარებით ჩავატარეთ სემინარები მოთხრობების წერისა და ფოტოგრაფირების თემებზე, რომლებიც დაეხმარა სვან ბავშვებს ჩაუფრიქრდნენ საკუთარ ცხოვრებას, ოცნებებს, ბუნებას, და მოყვნენ ამბებს თავისი ნათესავებისა და მეგობრების შესახებ. სემინარებს ატარებდნენ პროფესიონალი ფოტოგრაფები და მწერლები, რომლებიც მუდმივ დამრიგებლობას უწევდნენ სვან ბავშვებს:
- თამარ გურგენიძე – სოციალური ფოტოგრაფიის კავკასიის ფონდი (საქართველო)
- როზა ვრუმი (ესპანეთი)
- რუსუდან კაიშაური (საქართველო)
- შოთა იათაშვილი (საქართველო)
მონაწილებმა მშვენიერი და ამაღელვებელი ამბები წარმოადგინეს სვანეთის ისტორიიდან, რომელიც შესაძლებელია დაკარგულიყო. ეს უნიკალური საშუალებაა, რომ ბავშვების თვალით დანახული სვანეთი გაიცნოთ.
ეს მხოლოდ დასაწყისია. იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი გააგრძელებს საინტერესო ამბების შეგროვებას და გააღვივებს სვანეთის ბუნებისა და მისი ხალისადმი სიყვარულსა და პატივისცემას.
დონორები და მხარდამჭერები
ხელოვნების პროექტს ტექნიკური მხარდაჭერა გაუწია არაკომერციული ორგანიზაციების ჯგუფმა, რომლებიც ბუნების დაცვისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში მოღვაწეობენ: Balkani Wildlife Society (ბულგარეთი), CEE Bankwatch Network (ჩეხეთის რესპუბლიკა/საერთაშორისო), და მწვანე ალტერნატივა (საქართველო).
პროექტს ფინანსური დახმარება აღმოუჩინა და ფოტოაპარატები აჩუქა ევროკომისიამ, ესტონეთის განვითარების კოოპერაციამ, იუდით ვრუმ (ესპანეთი), მიეკა ვრუმ (ნიდერლანდები), სიუზან აინოტერი (ნიდერლანდები), “გეოეარ” (საქართველო).
საკონტაქტო ინფორმაცია
პროექტთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე დაგვიკავშირდით მისამართზე: wearesvaneti@gmail.com
მოგვწერეთ