გადასახლება აფხაზეთიდან

ტექსტის ავტორი: ანა ჭკადუა, მამუკა ჭკადუა, ჟანა ზუმაძე

DSCN1093

“დავიბადე მესტიის რაიონის სოფელ ხაიშში 1944 წლის 22 თებერვალს. ძალიან ბევრი ტრაგედია გადამხდენია თავს, მაგრამ ყველაზე მწარე იყო შვილების დაკარგვა, 4 შვილი მყავდა. 8 წელი ვიცხოვრე აფხაზეთში, შემდეგ გადმომასახლეს საქართველოში. ბევრი ომი მინახავს, შიმშილობა, საქონლის ქურდობა და გაჭირვება. ჩემთვის საუკეთესო დროს ვერც ვიხსენებ, გარდა იმისა, როცა ქმარი მყავდა. ამჟამად სიარული მიჭირს, თვალთ დამაკლდა, წამლისა და საჭმლის ფული არ მაქვს. ჩემისთანა გაჭირვებული ხაიშში არავინ არის. სჯობდა, ამ ყველაფერს არ მოვსწრებოდი. ცხოვრება უსამართლოა, მაგრამ მაინც ყველაფერთან გვიწევს შეგუება.”

Share

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *